BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მე, როგორც პრემიერ მინისტრი არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას - ღარიბაშვილი

მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ მინისტრი არ დავუშვებ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას" - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ თელავში ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
 
ასე გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის საუბრობს, რომ სავარაუდოდ ნოემბერში ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი უნდა გადაწყდეს.
 
"მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ მინისტრი არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მოქალაქეებს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩამომეტანა მილიონობით ვაქცინა ქვეყანაში. ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ მოქალქეები, რომ ეს არის უალტერნატივო საშუალება"-განაცხადა ღარიბაშვილმა.
318