BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აეროპორტი უნდა დავასრულოთ, პორტში მინიმუმ 3 ათასი სამუშაო ადგილი დავამატოთ და ხელფასები გავაორმაგოთ - სააკაშვილი ფოთელებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი , მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ფოთელებს მიმართავს და არჩევნებში გიგი უგულავას გამარჯვებას "ოქროს შანსს" უწოდებს. ამ შინაარსის პოსტი, ცოტა ხნის წინ, მისივე ფეისბუქ გვერდზე განთავსდა. 
 
"ძვირფასო ფოთელებო, თუ გახსოვთ სწორედ ფოთიდან ვიბრუნებდით აჭარას და მერე ავაყვავეთ ბათუმი. ახლა, სამწუხაროდ ბევრი დროის დაკარგვის მერე, უნდა ავაყვავოთ ფოთი. ახალგაზრდობა და ქალები კი არ უნდა მიდიოდნენ, პირიქით, უნდა ბრუნდებოდნენ.
 
გიგის იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ნამდვილი ოქროს შანსია ფოთისთვის და ჩემთვის, რათა თქვენ დაგეხმაროთ.
 
აეროპორტი უნდა დავასრულოთ, პორტში მინიმუმ 3 ათასი სამუშაო ადგილი დავამატოთ და ხელფასები გავაორმაგოთ. "- წერს სააკაშვილი. 
 
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი 25 -ე დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. 
 
 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
290