BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია - საკვებიც არის, პროდუქტებიც არის და შეუძლია მიიღოს

პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს ეკისრება იმიტომ, რომ მისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია, - ასე შეაფასა თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, რომლებიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
 
კალაძის თქმით, სააკაშვილს შეუძლია, საკვები პროდუქტები მიიღოს.
 
„საკვებიც არის, პროდუქტებიც არის და შეუძლია მიიღოს. თუ საჭიროება და აუცილებლობა იქნება იმის, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში“,-განაცხადა კალაძემ.
 
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 26 დღეა შიმშილობს. „ნაციონალური მოძრაობა“ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
378