BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხა 27.9 მლნ ლარით გაიზარდა

ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 27.9 მლნ ლარით გაიზარდა.
 
როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2021 წლის 9 თვეში, სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში 146.6 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 118.7 მლნ ლარი.
 
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2021 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი თანხა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შევიდა, კერძოდ, 118.178 მლნ ლარი.
 
რაც შეეხება სხვა დარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, ასე გამოიყურება:
 
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო - 95.474 მლნ ლარი
 
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო - 13.009 მლნ ლარი
 
მმართველობის წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო - 5.803 მლნ ლარი
 
სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში - 5.500 მლნ ლარი
 
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო - 4.898 მლნ ლარი
 
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში - 1.844 მლნ ლარი
 
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ვაჭრობისა და ფინანსების დარგში - 1.684 მლნ ლარი.
 
წყარო: BPN 
191