BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ჭორები დადის, რომ „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა, ეს არასწორია - გამყრელიზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს „ფაიზერის“ ვაქცინის ბუსტერ-დოზით აიცრა. როგორც მან ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, აცრა გაკეთებული ჰქონდა „სინოფარმით“, თუმცა ბუსტერად „ფაიზერი“ სპეციალურად გაიკეთა, რომ ხალხი დაარწმუნოს მის ვარგისიანობაში.
 
„ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ გაუვიდა ვადა. „ფაიზერს“, რომელიც წლის პირველ ნახევარში ადმინისტრირდებოდა, 6 თვე ჰქონდა ვადა, თუმცა ეს ვაქცინა ინახება მინუს 80 გრადუსზე. აგვისტოში „ფაიზერმა“ და მარეგულირებლებმა შეცვალეს რეკომენდაციები და ამ ვაქცინას ვადა აქვს 9 თვე, თუკი ის შესაბამის ტემპერატურაზე ინახება. ხოლო მაცივრიდან გამოღების შემდეგ მისი გამოყენება 5-ის ნაცვლად 30 დღე შეიძლება გამოიყენოთ. „ფაიზერი“ ინახება მაცივრებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
 
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში 900 ათასამდე დოზა „ფაიზერია“ და უმრავლესობას ვადა აქვს მარტის ბოლომდე, ნაწილს ვადა აქვს თებერვლის ბოლომდე და იანვრის ბოლომდე.
 
გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინები საკმარისადაა ქვეყანაში.
179