BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. 
 
ცოტა ხნის წინ , მიწისძვრა თბილისის დროით 23:28 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 11 კმ_ში, სოფელ გუგუთთან მოხდა, მიწისძვრის სიმძლავრე, ამჯერად 3.0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
 
შეგახსენებთ რომ, მიწისძვრა თბილისის დროით 22:43 საათზეც მოხდა, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ_ში, სოფელ გორასთან დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც  3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდით განისაზღვრა. 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
395