BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იანვრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, იანვრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ მან დღეს, 17 ნოემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
ასევე, მისი თქმით, ინტეგრირებული ტარიფი ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებზეც გავრცელდება.
 
„იცით, რომ მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში საათ-ნახევრის განმავლობაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ავტობუსით, მიკროავტობუსით ყოველგვარი გადასახადების გარეშე, დღევანდელი მოცემულობიდან ეს არ ვრცელდება ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებზე, თუმცა მომავალი წლიდან მთლიანად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იქნება შესაძლებლობა გამოიყენოთ ინტეგრირებული ტარიფები”, — განაცხადა კალაძემ
 
თბილისის მერმა დღესვე დააანონსა, რომ დედაქალაქს რამდენიმე ახალი სამარშრუტო ხაზი დაემატება.
476