BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„მწვანე პასპორტის“ წესის დარღვევისთვის დაჯარიმდება არა მოქალაქე, არამედ - ბიზნესი

2021 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე პასპორტების" რეგულაცია ამოქმედდება და რიგ დაწესებულებებში მომხმარებელი მხოლოდ "მწვანე პასპორტებით" შეძლებს შესვლას. რეგულაციის დაცვაზე პასუხისმგებელი უშუალოდ კონკრეტული დაწესებულება იქნება და მას მუდმივ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს. 

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე BMG-სთან აცხადებს, რომ ინსპექცია ამ ნორმის დარღვევისთვის ინდმეწარმეს - 2000 ლარით, ხოლო შპს-ს - 10,000 ლარით დააჯარიმებს. 

დარღვევის განმეორების შემთხვევაში ობიექტის დალუქვაც მოხდება. 

ობიექტების ჩამონათვალი, სადაც მწვანე პასპორტის ქონა აუცილებელი იქნება:

კვების ობიექტები;
გასართობი ცენტრები;
კინოთეატრები/ოპერა/მუზეუმები;
სამორინეები;
სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
საკონცერტო დარბაზები;
სპა-ცენტრები;
ფიტნეს-დარბაზები;
სასტუმროები;
სამთო კურორტების - საბაგირო გზები;
ბარების ღია და დახურული სივრცეები.

330