BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოდან 9 344 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 9 344 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 1 878 ტონით (25%), ხოლო ღირებულება - 686 ათასი აშშ დოლარით (17%) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, ძირითადად, სომხეთში (3 566 ტონა), რუსეთში (3 358 ტონა), უკრაინაში (2 202 ტონა), თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა) და მოლდოვაში (39 ტონა) განხორციელდა.

339