BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„მწვანე პასპორტი“ მხოლოდ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება

18 წლამდე ასაკის პირისთვის სხვადასხვა ობიექტში შესვლისას „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო არ არის. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.

1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

111