BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - განახლებული სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 64 ადამიანი.
 
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 098 ადამიანი და ჩატარდა 26 588 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური  დადებითობის მაჩვენებელი 12,04%-ია, ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 9,19%.
 
ბოლო 24 საათში პირველი ან მეორე დოზით აიცრა 3 707, სულ აცრილია 2 112 851.
158