BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გიორგი ფხაკაძე - ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა შესაძლოა, 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი

როგორც ვამბობდი, პროგრესი წინ მიდის. ამის გარდა კიდევ ბევრი საინტერესო, საიმედო და სასიხარულო ამბები გვექნება მსიფლიოს სამეცნიერო ცენტრებიდან. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საკუთარ FACEBOOK გვერდზე წერს. 
 
"ბევრი ადამიანი არ იცრება, ვინაიდან, უბრალოდ, ეშინია. მესმის და ეს გასაგებია,. ეს ნორმალურია. და ზუსტად ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერიმენტული საღეჭი რეზინმა, (არ მოგესმათ,, საღეჭი რეზინი), რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული  თვისებები, შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი, როცა ადამიანი ლაპარაკობს, და ახველებს. ეს არის ექსპერიმენტული, პირველი ეტაპი, მაგრამ საკმაოდ საიმედო შედეგებია.. დეტალები ნახეთ ბმულში", - წერს გიორგი ფხაკაძე. 
 
"მე მჯერა, რომ 2022 წელი იქნება კოვიდის კონტროლის წელი და ჩვენ ,,კაცობრიობა,, შევძლებთ მის კონტროლს, ჯანმრთელობას გისურვებთ" - წერს ფხაკაძე.  
13961