BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კოვიდგადატანილებისთვის უვადო „მწვანე სტატუსის“ მინიჭების გადაწყვეტილება შესაცვლელია - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე არ ეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კოვიდ-გადატანილებისთვის "უვადო მწვანე სტატუსის" მინიჭებას ითვალისწინებს.
 
„ჩემი აზრით შესაცვლელია“– ეს განცხადება მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
 
NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდის ერთხელ გადატანა რეინფიცირებისგან არ გიცავს.
 
„უკვე გამოქვეყნებულია კვლევები... გარდა ამისა კორონავირუსით რეინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევა ჩვენც გვაქვს ქვეყანაში. კოვიდის გადატანა იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ვირუსი აღარ დაგემართება“, - თქვა პაატა იმნაძემ.
 
კითხვაზე - მაშინ რატომ მიიღეს უვადო მწვანე სტატუსი იმ ადამიანებმა, ვინც ერთხელ გადაიტანა კოვიდი, მან უპასუხა: „კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს ეს შეიცვლება. ჩემი აზრით შესაცვლელია“.
950