BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ოქტომბერში ეკონომიკა დაახლოებით 7%-ით გაიზარდა - პრემიერი

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოქტომბერის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე წინასწარ ისაუბრა და თქვა, რომ 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა ჯამში, 10.5%-ით გაიზარდება, რაც ევროპის მასშტაბითაც უპრეცედენტოა.
 
“წინასწარ მინდა გითხარათ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ოქტომბრისთვის, დაახლოებით, 7%-მდეა, რაც 10 თვეში ჯამში 10.5% გამოდის.
 
ეს მართლაც უნიკალური, უპრეცედენტოდ მაღალი ზრდაა რეგიონში კი არა მთელ ევროპაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ სასიხარულო ამბავს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
საქსტატი ოქტომბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასაწრ მონაცემებს ხვალ გამოაქვეყნებს.
280