BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აზარტულ თამაშებში მონაწილეობა 1 მლნ მოქალაქეს შეეზღუდება - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯამში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა 1 მლნ მოქალაქეს შეეზღუდება.
 
პრემიერმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მის მიერვე დაანონსებული ცვლილებების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მიმართულებით იქნება რეგულაციები:
 
„ონლაინ-სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.
 
ჩვენს მოქალაქეებს 25 წლამდე აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება და ეს შეეხებათ: სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითაკრძალვის მოთხოვნით და ასევე მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე.
 
ჯამში, პირთა წრე, რომლებსაც შეეზღუდებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, შეადგენს 1 მლნ ადამიანს.
 
აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო და გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
309