BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გიორგი ფხაკაძე „ფაიზერის“ შესახებ საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს: "საყურადღებო ინფორმაცია!
 
✅ცუდი ამბავია ის, რომ ფაიზერის ორი აცრის ეფექტურობა (დაცულობა ვირუსისგან) ჩამოვიდა 33 პროცენტამდე (სამხრეთ აფრიკული და ბრიტანული კვლევების შედეგად).
 
✅კარგი ამბავია ის რომ ასევე ფაიზერის ორი აცრა ამცირებს ჰოსპიტალიზაციას (საავადმყოფოში მოხვედრას) 70%-მდე.
 
✅გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ახლა!
 
✅ვისაც ამის საშუალება გაქვთ ბუსტერის (მე-3) აცრა არ გამოტოვოთ!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
2550