BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გაეროს პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს 4%-ით, 2023 წელს კი - 3.5%-ით გაიზრდება

გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს 4%-ით, 2023 წელს კი - 3.5%-ით გაიზრდება, რაც გასული წლის 5.5%-იან ზრდასთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
 
„პანდემიასთან ერთად, მზარდი ინფლაციური ზეწოლა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებსა და მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური აღდგენისთვის დამატებით რისკებს წარმოადგენს,” - ნათქვამია გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობისა და პერსპექტივების 2022 წლის ანგარიშში.
 
„განვითარებადი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის სრული აღდგენა რთული იქნება. განსხვავება იმას შორის, რასაც ისინი მიაღწევენ და რას მიაღწევდნენ პანდემიის გარეშე, 2023 წელსაც გაგრძელდება“, - ნათქვამია მოხსენებაში.
 
გაერო-ს პროგნოზით, განვითარებადი ქვეყნებისგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პანდემიამდელ პროგნოზებს თითქმის სრულად 2023 წლისთვის დაუბრუნდება.
575