BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ინფიცირების მაჩვენებელი ახალგაზრდებში იმატებს - თამარ გაბუნია

საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი "ომიკრონის" შტამის გავრცელების გამო იმატებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 
 
"ინფიცირების მაჩვენებელი ახალგაზრდებში იმატებს", - აღნიშნა მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
მისივე შეფასებით, ინფიცირების 7500-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც ბოლო 24 საათში გამოვლინდა, გარკვეულწილად შაბათ-კვირის ეფექტია.
 
"თუმცა ნაწილობრივ ეს აიხსნება "ომიკრონის" შტამის გავრცელების მატებით. შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზარდა ასაკობრივ ჯგუფში. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში შემთხვევების მატების მიუხედავად, არ აღინიშნება მატება ჰოსპიტალურ სექტორში. 4 431 პაციენტია საავადმყოფოებში, ხოლო 4 000-სზე მეტი საწოლი თავისუფალია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
467