BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში მმართველობას რუსეთის სპეცსამსახურები ახორციელებენ – რუსი პოლიტიკოსი

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კონსტანტინ ბოროვოის განცხადებით, რუსული სპეცსამსახურების წყალობით, საქართველო სატელიტურ სახელმწიფოდ იქცა. რუსეთის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, კოლოსალურია. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში რუსეთ–უკრაინის თემაზე საუბრისას განაცხადა. 
 
მისივე თქმით, რუსეთის ბარბაროსული საქციელის მხარდაჭერა. ეს ძალიან სახიფათოა საქართველოს მომავლისთვის. 
 
"მე იმედი მაქვს, ქართველი ერის სიბრძნის, რომელიც ამ მდგომარეობიდან დასკვნებს გააკეთებს და შესაძლებელია საკუთარი ხელისუფლების კორექციას მოახდენს." – განაცხადა მან.  
 
მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით იყო განხორციელებული სპეციალური ოპერაცია, ცოცხების თემა, შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა, ეს ამ ოპერაციის ნაწილი იყო. ეს ნიშნავდა საქართველოს ხელისუფლებაში ფსბს მოსვლას. 
 
"დღეს საქართველო იმყობება რუსეთის კოლონიის მდგომარეობაში, მას შეუძლია მოჩვენებითი პოზიცია ჰქონდეს, როგორც ბელარუსიას, ლუკაშენკოც ზოგჯერ ამბობს რომ გარკვეულ საკითხებში თითქოსდა პუტინს არ ეთანხმება, მაგრამ ბელარუსია რუსეთის კოლონიაა, როგორც დღეს საქართველოა.  საქართველოში მმართველობას რუსეთის სპეცსამსახურები ახორციელებენ. მე მრცხვენია ქართველი ხალხის გამო, რომელიც საკუთარი დიდებული პრეზიდენტის ციხეში ყოფნის უფლებას აძლევს ხელისუფლებას და ითმენს ასეთ მონურ მდგომარეობას, რომელიც ქართულ სულთან ახლოს არ დგას. ქართველები არასოდეს ყოფილან მონები, დღევანდელი მათი მონური მდგომარეობა ძალიან გულდასაწყვეტია. 
 
მთავარი კონკრეტულ ფაქტი ისაა, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ არსებობს, როგორც ეს რუსეთში არ არის. საქართველოს დღევანდელი მთავრობა ზუსტად თავისუფალი არჩევენბის არარსებობის შედეგად ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ის პოზიტიური ცვლილებები, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ეკონომიკაში, კორუფციის პრაქტიკულად აღმოფხვრა, დასავლური ორიენტაციის თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა, ასეთი საქართველო დღეს უკვე აღარ არის. ეს მართლაც რომ ძალიან სამწუხაროა. ლუკაშენკოც ზოგჯერ ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფიქრობს. ნატოშიც კი გაწევრიანებაზე საუბრობს პერიოდულად, მაგრამ როდესაც პროტესტი იწყება იმის გამო, რომ არ არსებობს სამართლიანი არჩევნები, მაშინვე ყველაზე ბარბაროსული მეთოთები ამ პროტესტის ჩახჩობას ახდენს. გავმეორდები და გეტყვით რომ საქართველო დღეს რუსეთის კოლონიაა. ძალიან მწყდება გული ქართველებზე, მათ შორის ბევრი ჩემი მეგობრებიც არიან, დღეს არსებული მდგომარეობა შეუსაბამობაა თავისუფალი ერისთვის." – განაცხადა  კონსტანტინ ბოროვოიმ.
 
 
 
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ 
6792