BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კობა გვენეტაძე - საქართველოს საფინანსო სისტემა სანქციებს შეურთდა 26 თებერვლიდან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს საფინანსო სექტორი ფინანსურ სექტორში სანქციებს 26 თებერვლიდან შეუერთდა და სრულად ითვალისწინებს ამ სანქციებს.
 
გვენეტაძის თქმით, საქართველოს აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ დადებითი შეფასებები აქვს.
 
„საქართველოს საფინანსო სისტემა შეურთდა ჩვენი მითითების შესაბამისად სანქციებს ფინანსურ სექტორში 26 თებერვლიდან, ეს არის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციები და ფინანსური სისტემა სრულად ითვალისწინებს ამ სანქციებს. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ყველა ამ იურისდიქციის მარეგულირებელთან, გვაქვს პირდაპირი კონტაქტები. უნდა მოგახსენოთ, რომ დღეის ჩათვლით შეიძლება ითქვას, რომ დადებითი შეფასების გარდა ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია, რადგანაც სისტემა აბსოლუტურად და სრულად ითვალისწინებს იმ სანქციებს, რომელიც გათვალისწინებული არის ამ იურისდიქციების მიერ“, – განაცხადა გვენეტაძემ.
248