BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბულგარეთი ბუნებრივ აირს აშშ-სგან შეიძენს

ბულგარეთმა გადაწყვიტა, რომ გაზს შეერთებული შტატებიდან მიიღებს. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. 
 
ქვეყანა ვარაუდობს, რომ ბულგარეთი ამერიკულ გაზში ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე რუსულში. 
 
ცნობისთვის, აპრილის ბოლოს გაზპრომმა ბულგარეთს გაზის მიწოდება იმის გამო შეუწყვიტა, რომ ქვეყანამ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარი თქვა.
187