BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პუტინის თქმით, შიმშილის საფრთხე შესაძლოა ევროკავშირსაც დაემუქროს

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
 
პუტინის მტკიცებით,დასავლეთის "სანქციებით შეპყრობის" გაგრძელება აუცილებლად გამოიწვევს "ყველაზე რთულ, გადაუჭრელ შედეგებს" როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის.  რიგ ქვეყნებს უკვე ექმნებათ შიმშილის საფრთხე და თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება, ევროკავშირსაც შესაძლოა დაემუქროს შედეგები, რომელთა შეცვლაც რთული იქნება.
 
„მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ წინდაუხედავი, გაბერილი პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტ დარტყმას აყენებენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, მოქალაქეების კეთილდღეობას. ამას ჩვენ ვხედავთ, პირველ რიგში, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში.
 
ამაში მთლიანად დამნაშავე არიან დასავლური ქვეყნების ელიტები, რომლებიც თავიანთი გლობალური ბატონობის შესანარჩუნებლად მზად არიან მსხვერპლად შეწირონ დანარჩენი მსოფლიო", - განაცხადა პუტინმა.
 
327