BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი – პრემიერი

ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი,– ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა. 
 
პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ოპოზიციონერების კითხვები და აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით აღარ აინტერესებს.
 
„არ არის საინტერესო შეკითხვა, მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული რაღაც განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა პრემიერმა.
 
ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს. 
279