BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რა განმარტებას აკეთებს ლევან სილაგავა დღეს მის მიერ ხორბლის მარაგებზე გაკეთებულ განცხადებაზე?

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციია ქვეყანაში არსებული  ხორბლისა და ფქვილის მარაგების არსებობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.  
 
"დღეს ჩვენმა განცხადებამ წისქვილების მუშაობის შეჩერებისა და ხორბლის მარაგების შესახაბ   გაუგებრობა და აჟოტაჟ გამოიწვია  საზოგადოებაში(უფრო  სტატიის სათაურის და არა შინაარსის გამო) , შესაბამისად თავს მოვალედ ვთვლით გავაკეთოდ განმარტებები: 
 
1. ქვეყანაში არსებობს  საკმარისი  მარაგები ფქვილად , ფქვილის იმპორტი ხორციელდება შეუფერხებლად, მარაგები განთავსებულია პურის ქარხნებში  (მონოტორინგს ფქვილის მარაგებზე აწარმოებს სახელმწიფო);
 
2. საქართველოს წისქვილკომბინატებმა შეაჩერეს მუშაობა   და აღარ შემოაქვთ ხორბალი , გამომდინარე იქედან რომ ხორბლისა და ფქვილის იმპორტის განსხვავებული რეჟიმია და შედეგად წისქვილკომბინატების მუშაობას ეკონომიკურად აზრი არ აქვს შესაბამისად წისვილკომბინატები პურის ქარხნებს აღარ აწვდიან ფქვილს; 
 
3.საქართველოს ხორბლისა და ფქვილის  ასოციაციის განცხადება წისქვილკომბინატების მუშაობის შეჩერების შესახებ გაკეთებულია მხოლოდ ინდუსტრიაში  (წისქვილკომბინატების ) არსებულ მდგომარეობაზე  და ეხება ხორბლის მარაგებს და არ ეხება   არც პურის ინდუსტრიის მუშაობას , რომელიც სტაბილურად მუშაობს და არც  ფქვილის მარაგებს რომელიც როგორც ჩვენი კოლეგა პურის მწარმოებელთა განცადებით ქვეყანაში საკმარისი რაოდენობითაა;
 
4 აქედან გამომდინარე გვსურს მარაგების თემასთან დაკავშირებით აღვნიშნოთ რომ აჟიოტაჟი რომელიც ინფორმაციამ გამოიწვია არის გაუგებრობის შედეგი;
 
5 აქვე აღვნიშნავთ რეალურად წისქვილკომბინატებს ნამდვილად აქვთ  მუშაობის პრობლემა და იმედი გვაქვს უახლოეს დროში შედგება ჩვენი კომუნიკაცია პრემიერ მინისტრთან და წისქვილკომბინატების მუშაობა სრულად აღდგება.–– წერს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა. 
 
 
408