BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

როდიდან შეუწყვეტს რუსეთი ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას?

რუსეთი ფინეთს ელექტროენერგიის ექსპორტს 24 მაისს, ადგილობრივი დროით 01:00 საათიდან შეუჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
 
მედიის ინფორმაციით, ფინურმა ქსელის ოპერატორმა Fingrid-მა განაცხადა, რომ რუსული კომუნალური კომპანია Inter RAO მიწოდებას ,,ბაზარზე გაყიდული ელექტროენერგიის გადასახადის მიღების პრობლემების გამო" წყვეტს.
 
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ მინიშნებები გააკეთა.
 
ცნობისთვის, ფინეთი თავისი ელექტროენერგიის მხოლოდ 10%-ს ყიდულობს რუსეთიდან და Fingrid-ის თქმით, დეფიციტს ქვეყანა შვედეთიდან მეტი ენერგიის მოპოვებითა და ფინეთში წარმოების გაზრდით აინაზღაურებს.
 
 
173