BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ხარკოვის ოლქის თანდათანობითი გათავისუფლება მოწმობს, რომ ჩვენ მარტოს არავის დავტოვებთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 79-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხარკოვის ოლქის თანდათანობითი გათავისუფლება მოწმობს, იმას რომ ხელისუფლება მარტოს არავის დავტოვებს. 
 
"ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენას. დღეის მდგომარეობით გათავისუფლებულია 1 015 დასახლებული პუნქტი, რასაც გასული 24 საათის განმავლობაში 6 დაემატა. ჩვენ იქ ვაბრუნებთ ელექტროენერგიას, წყალმომარაგებას, კომუნიკაციებს, ტრანსპორტს, სოციალურ მომსახურებას... 
 
რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ყველა ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ხერსონი და მელიტოპოლი, ბერდიანსკი და ენერგოდარი, მარიუპოლი და დონბასი და მათი ყველა ქალაქი და დაბა... ხარკოვის ოლქის თანდათანობითი გათავისუფლება მოწმობს, რომ ჩვენ მარტოს არავის დავტოვებთ" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 79-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში.
165