BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რუსეთი ხვალ ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს

რუსეთი ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს, - ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის განცხადებაშია ნათქვამი.
 
რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „Gasum-ს“ დღეს აცნობა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტრაქტს შაბათს, 21 მაისსს, 08:00 საათზე (თბილისის დროით) შეწყვეტს.
 
ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სხვა წყაროებიდან „Balticconnector“-ის მილსადენის მეშვეობით გააგრძელებს.
 
„უახლოეს თვეებში შევძლებთ ყველა ჩვენს აბონენტს გაზი მივაწოდოთ“, - განაცხადა Gasum-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
261