BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კომპანია „ევროვაგონკა“ 2022 წლის მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

კომპანია “ევროვაგონკა” 2022 წლის მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build–ში მონაწილეობს.
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო  BUSINESS TIME-ს კომპანიაში განუცხადეს, გამოფენა პარასკევიდან კვირის ჩათვლით - 20-22 მაისი - ექსპო ჯორჯია-ს საგამოფენო სივრცეში  იმართება.
 
“ევროვაგონკა” გამოფენაზე წარმოადგენს ხის, მოსაპირკეთებელ მასალებს, ისეთებს როგორიცაა „ევროვაგონკა“, შტილი, ხის იატაკი, ბლოკჰაუსი, ასევე, კიბის საფეხურებს, ხის რიკულებს, სხვადასხვა სახის დასამთავრებელ აქსესუარებს, რაც გამოიყენება ხის სახლის მშენებლობისას, ავეჯის დაფებს, მასიური ხის კარებს, კონსტრუქციისათვის საჭირო მშრალ ფიცარს.
 
 
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, მათივე განმარტებით,  მასალები დამზადებულია სხვადასხვა ჯიშის ხისგან: ნაძვის, ფიჭვის, ლარიქსის, არყის ხის და ა.შ
 
კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი პროდუქციის დიდი ნაწილის შემოტანა რუსეთიდან ხორციელდებოდა, თუმცა ბოლო დროს არსებული რეალობიდან გამომდინარე (იგულისხმება რუსეთ–უკრაინის ომი) კომპანია მაქსიმალურად და აქტიურად ცდილობს შეამციროს რუსეთიდან პროდუქციის შემოტანა და გადაერთოს ევროპულ მიმწოდებლებზე.
 
კომპანიამ უკვე შეძლო შეთანხმება ფინეთთან და გერმანიასთან  მოწოდებასთან დაკავშირებით, რითაც აქტიურად შეამცირებს რუსეთთან კავშირს და დამოკიდებულებას.
 
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე უკვე წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის თერმული ფიჭვი, რომელიც ფინური წარმოებისაა და მისი ტენიანობა მხოლოდ 7%–ის ტოლია.  
 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
560