BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ეკოვუდი“ Caucasus Build 2022-ის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

„ეკოვუდი“  მონაწილეობს Caucasus Build 2022-ის სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 26-ე საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც  ექსპო ჯორჯიაში იმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანია "ეკოვუდის" მარკეტინგისა და კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელმა გიორგი სრესელმა განუცხადა. 
 
მისივე თქმით, გამოფენა დღეს დაიწყო, სადაც "ეკოვუდმა" ბევრ საინეტრესო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც კარგი დასაწყისია საქმიანი თანამშრომლობის და მეგობრობისათვის. 
 
„გამოფენა გაიხსნა დღეს და გაგრძელდება 22 მაისის ჩათვლით, ჩვენ დილიდან ვმასპინძლობთ, როგორც ადგილობრივებს ისე უცხოელ ვიზიტორებს. წარვუდგინეთ და გავაცანით სიახლეები ჩვენი  პროდუქციის და სიახლეების შესახებ.
  
ჩვენ ახალი ბრენდი დავიმატეთ და ეს არის ამერიკული ბრენდი – „მინვაქსი“ (MINWAX), რომელიც არის ხის დასამუშავებელი საშუალებების  ნომერ პირველი ამერიკული ბრენდი, ჩვენ ამ სიახლის შესახებ ჩვენს სტუმრებსაც ვესაუბრებით და გავუზიარეთ.
 
გვაქვს სხვა სიახლეებიც, კანადიდან მივიღეთ გადასამუშავებელი ხის მასალა კანადური-ფიჭვი, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებთ ჩვენს წარმოებაში, გადამუშავების შედეგად მივიღებთ საერთაშორისო სტანდარტების გარე და შიდა გამოყენების ლამფებს.
 
აფრიკის ქვეყნებიდან კი მივიღეთ სხვადასხვა ხის მასალა, რომლსაც ჩვენ უკვე ჩვენს საწარმოში, ნატახატარში გადავამუშავებთ და უახლოეს მომავალში ჩვენ მას სხვადასხვა პოზიციებში ჩავშლით. 
 
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ახალ მომწოდებლებზე გადასვლის პირობებშიც კი ჩვენი მომხმარებლებისთვის ფასები შევინარჩუნოთ და არ მოხდეს გაძვირება, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის, მცირე მატებას, რაც განპირობებულია ტრანსპორტირების ღირებულების გაზრდით“,  – განაცხადა სრესელმა. 
 
შეგახსენებთ,  რომ უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული დღეს გაიხსნა. უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე პირებსა და კომპანიებს, აგრეთვე მშენებლობით, რემონტით ან ბინის შეძენით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანებს 20-22 მაისს შეუძლიათ დაათვალიერონ გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი პროდუქცია. 
 
 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
357