BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რომელ უბანში მოიმატა ყველაზე მეტად ბინების ფასმა?

უძრავი ქონება კიდევ გაძვირდა. "თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, აპრილში კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა თბილისში 10.7%-ით მოიმატა და 899 დოლარს აღწევს.
 
ანალიტიკოსების შეფასებით, ფასები თბილისის ყველა უბანში გაიზარდა, თუმცა წლიურად ყველაზე მკვეთრი მატება  საბურთალოზეა, მეორე ადგილზეა დიდი დიღომი, მესამეზე ვაკე.
 
კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების ფასების ზრდის დონე უბნების მიხედვით ასეთია:
 
1. საბურთალო +16%
2. დიდი დიღომი +14%
3. ვაკე +11%
4. ნაძალადევი +10%
5. ისანი +10%
6. გლდანი +9%
7. დიდუბე +9%
8. მთაწმინდა +8%
9. სამგორი +7%
10. კრწანისი +4%
11. ჩუღურეთი +1%
 
 
 
334