BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ვაკე პლაზაში“, მხატვარ ნინო იოსავას პერსონალური გამოფენა–გაყიდვა მოეწყო

მხატვარ ნინო იოსავას პერსონალური გამოფენა–გაყიდვა, „ვაკე პლაზაში“, 23 მაისს გაიხსნა და 27 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.  ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ნინო იოსავამ განუცხადა.
  
„მაქსიმალურად ვეცადეთ სტუმრებისთვის სასიამოვნო და საინტერესო გარემო შეგვექმნა.  „ვაკე პლაზაში“,  კი ამისთვის ნამდვილად მშვიდი, სასიამოვნო და ორიგინალური გარემოა შექმნილი. ამ სივრცეში, ამ ტიპის გამოფენა პირველად ტარდება.  რაც შეეხება უშუალოდ ჩემს ნამუშევრებს, აქ არის 29 ფერწერული ტილო  წარმოდგენილი, სხვადასხვა ჟანრის, მაგრამ ძირითადად აბსტრაქტული ნამუშევრებია.  დილიდან უკვე ბევრი სტუმარი იყო, რაც რა თქმა უნდა დიდ პატივია ჩემთვის. ვისურვებ, რომ მეტი სტუმარი გვყავდეს, მართლაც ლამაზი გარემოა შექმნილი ვიზიტორებისთვის. დანარჩენს კი ადგილზე მოსული სტუმრები თავად შეაფასებენ“– აღნიშნა მხატვარმა.
 
 
ცნობისთვის,  გასულ წელს, იტალიის ქალაქ მილანში, გალერეა Arcadia-ში გამოფენაზე, ნინო იოსავა 16 ნამუშევარით იყო წარმოდგენილი. მილანშივე დაიბეჭდა  მისი კატალოგიც და იქვე გაიყიდა მისი ნამუშევრები.  
 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
370