BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი - კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი დღეს, ადვოკატებმა კლინიკაში მოინახულეს. ვივამედში იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძეც. მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას საზღვარგარეთ გადაყვანა ესაჭიროება.
 
აღნიშნულ საკითხზე, კომენტარები გაკეთდა მმართველი პარტიაშიც.
 
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება გადაყვანის საფუძველი.
 
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაუჯეროს თავისივე მკურნალ ექიმებს. 
 
ცნობისთვის, დღის პირველ ნახევარში, საქალაქო სასამართლოში, სააკაშვილის პროცესი გადაიდო. სასამართლოს 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე უნდა ემსჯელა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა 15 ივნისს გაიმართება. 
327