BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„პროფკშირები“ ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი  ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 
 
"დღეს, 24 მაისს,  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2022 წელს  დანიშნული ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან  ცნობილი გახდა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივი  გათავისუფლების შესახებ, რომლის საფუძველს ბრძანების მიხედვით წარმოადგენს აღნიშნულ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია.
 
თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები გაიცა რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის ოქმის შესაბამისად.
 
ამ ეტაპზე  გათავისუფლებულ იქნა ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი - მაღალი დონის პროფესიონალების გუნდი. ასევე, მათ სიაში შედის საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე- ნიკოლოზ წიქარიძე  და კავშირის სხვა წევრები.  გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში არიან  ის მეცნიერები,  რომლებიც მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს პროექტებში.  ამ პროექტებით და მიღწეული წარმატებებით საეთაშორისო სამეცნიერო  დონეზე ამაყობს და საქართველოს  მსოფლიო იცნობს პირველი ევრპელების სამშობლოდ და ღვინის უძველეს ცივილიზაციად.
 
პროფესიულ კავშირს მიაჩნია, რომ:  
1. უკანონოდ გათავისუფლდნენ თანამშრომლები. 
2. რეორგანიზაცია დამსაქმებლის მხრიდან გაუმჭვირვალედ და არაკეთილსინდისიერად ტარდება.
 
პროფესიული კავშირის წევრები შეიკრობებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას ბრძოლის გზებზე. ჩვენი ორგანიზაცია აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს დასაქმებულების უფლებების დასაცავად. საზოგადოებას მოვუწოდებთ სოლიდარობისკენ.
 
პროფესიული კავშირი მოითხოვს, მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პროცესის შეჩერებას და გადაწყვეტილებების გადახედვას. ასევე,  პროფკავშირების აქტიურ ჩართვას პროცესში."– ნათქვამია განცხადებაში.
 
242