BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რამდენიც არ მოუწოდო ქართველს მკვლელობისკენ, ბავშვების დახოცვისკენ, ამას არასოდეს გააკეთებს – უკრაინელი პოლიტოლოგი

უკრაინელი პოლიტოლოგის მიკოლა დავიდიუკის შეფასებით, რუსეთის საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობა გარკვეულწილად პროპაგანდის შედეგია. ამის შესახებ, მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა. 
 
კითხვაზე: როგორ ფიქრობთ, რუსეთის საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობა ეს პროპაგანდის შედეგია თუ იმპერიული ქვეყნების საზოგადოებებს სჩვევიათ ასეთი განწყობები მსგავს საკითხებზე?
 
„ჩემი აზრით, ორივე. ერთის მხრივ კი, პროპაგანდა, რადგან 90-იანებში ასეთი ამბიციები არ ჰქონდათ, ელცინი რომ იღვიძებდა, ამბობდა რა გავაკეთეთ დღეს უკრაინისთვის, მაშინ შესაძლებელი იყო ურთიერთობა, ერთად ბიზნესის კეთება და კულტურის განვითარება, მაგრამ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასეთი ტალღა წამოვიდა.“ – უპასუხა პოლიტოლოგმა. 
 
მისივე თქმით,  ისინი ფანატურად არიან გაწყობილი უფრო ომის მიმართ, ვიდრე ფეხბურთზე, ან ჰოკეიზე.
 
„აქ ისიც უნდა ითქვას, მაგალითად რამდენიც არ უნდა ანახო ქართველს ტელევიზორიდან, რამდენიც არ მოუწოდო მკვლელობისკენ, ბავშვების დახოცვისკენ, ქართველი ამას არასოდეს გააკეთებს, ქართველებში ეს უბრალოდ არ არის. შესაბამისად, საქმე  სხვა რამესთან გვაქვს, ადამიანების კულტურული კოდი სხვაა, ქართველი ერი ოცნებობს სხვა რამეზე, ერს სხვა რამის კეთება უნდა. რუსებს კი აბსოლუტურად სხვა რამე სურთ და ამოძრავებთ, ეს გასათვლისწიენებელია, ჩვენ გვეგონა რომ ისინი სხვანაირები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. როდესაც ბერლინში ფაშისტური რეჟიმი დაამხეს, შემდეგ სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა კითხვით: ვინ იყო დამნაშავე ნაცისტურ ქმედებებზე? გერმანელებმა გულწრფელად უპასუხეს - ჰიტლერი! პუტინის ხელისუფლებიდან მოშორების შემდეგ, ზუსტად ასე მოიქცევა რუსი საზოგადოებაც, ეგერვე დაიწყებენ მის წინააღმდეგ საუბრებს და თავის  მართლებას, რომ ისინი არ არიან დამნაშავე. იტყვიან, რომ საკუთარ ჰიტლერს, პუტინს მხარს არ უჭერდნენ, თუმცა დღეს ისინი სიამოვნებას ღებულობენ ახალი ქალქების დაპყრობით, უკრაინელების მკვლელობით, ისინი ფანატურად არიან გაწყობილი უფრო ომის მიმართ, ვიდრე ფეხბურთზე, ან ჰოკეიზე,  მათ ეს ომი მოსწონთ და არ სურთ გაერკვიონ ამ საკითხში. უნდა აღინიშნოს ის, რომ რუსები აუკრაინაში ყველაზე რუსულად მოლაპარაკე ქალაქებსაც კი  დაესხნენ თავს, რუსები ხარკოვს და მარიუპოლს , დღეს კი ნიკოლაევს, ჰერსონს და ოდესას ესხმიან თავს. ჩემს მიერ ჩამოთვლილი ქალაქები ყველაზე მეტად რუსულად მოლაპარაკე მოქალაქეები ცხოვრობენ. ისინი ხომ ამბობდნენ, თითქოსდა რუსული მშვიდობა მოჰქონდათ ჩვენთვის... მოქონდათ თავისუფლება, ამის პარალელურად რეალურად კი უკრაინაში ანადგურებენ რუსულად მოსაუბრე მოსახლეობას. უკრაინაში რუსულად მოსაუბრე 10 მილიონამდე  მოსახლე  იყო , ეთნიკურად რუსები, გულწრფელად გეუბნებით,სწორედ რომ ადამიანების ამ ჯგუფში  ხოცავენ ადამიანებს მასობრივად.  ეს ხომ ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსები არც უყურებენ შენ მხარს უჭერ მათ თუ არა, ისინი კლავენ ყველას. დღეს, ბოლო მონაცემებით, მარიუპოლში რაშისტების მიერ  30-დან  - 100 მდე ადამიანია მოკლული.“– აღნიშნა დავიდიუკმა. 
 
1099