BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2008 წელს მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღება არ გამოუხატავს – ღარიბაშვილი

უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე, ერთ - ერთ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
"ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ვისაუბრო იმ გამოწვევებზე, რომელიც განსხვავებულ სამყაროში გვამყოფებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის გადაწყობა. უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. დღემდე ოკუპირებულია 20-ვე პროცენტი და რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაბამისად, მათთან ერთად ვთანაცხოვრობთ. ეს არის მიმდინარე ოკუპაცია. მინდა, ყველას გავახსენო, რომ იმ დროს, 2008 წელს მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღება არ გამოუხატავს, სიმართლე რომ ვთქვათ. სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი სახელმწიფო რუსეთის აგრესიის წინაშე აღმოჩნდა და არანაირი ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია მსოფლიოს. არანაირი სანქციები არ დაუწესდა რუსეთს, არაფერი არ მომხდარა. ამიტომ 2014 წელს მსოფლიოს გაუკვირდა, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა. სულ ახლახან, 2022 წელს დავინახეთ სრულმასშტაბიანი შემოსევა უკრაინაში რუსეთის მხრიდან. რომ ვუპასუხო თქვენს კითხვას, სად არის საქართველო მოცემულ სიტუაციაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებულია და რუსეთის ჯარებთან ვთანაცხოვრობთ ჩვენს ტერიტორიაზე, გახსნილად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ მოწყვლადი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, გვაღელვებს ჩვენი ერის უსაფრთხოება.– განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
187