BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც დაიბომბება – რუსეთის დუმის დეპუტატი

პუტინის ახლო მოკავშირემ, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი გურუევმა განაცხადა, რომ ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება.

"ჩვენ გავანადგურებთ მტრის კოსმოსური თანამგზავრების მთელ ჯგუფს პირველი საჰაერო ოპერაციის დროს. არავის აინტერესებს ისინი ამერიკელები არიან თუ ბრიტანელები, ჩვენ მათ ვუყურებთ,როგორც ნატოს წევრებს", - თქვა მან.

მისივე  თქმით,  რუსეთი არ  "დაიწყებს" ვარშავიდან, პარიზიდან ან ბერლინიდან. "პირველი დარტყმა იქნება ლონდონზე, აშკარაა, რომ საფრთხე მსოფლიოში ანგლო-საქსონებისგან მოდის".

 
527