BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რა არის მთავარ ხელის შემშლელი ფაქტორები ბიზნესისთვის? – BAG ინდექსი

მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ბიზნესი კვლავაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ასახელებს – ამის შესახებ BAG ინდექსის კვლევაში წერია
 
კვლევის თანახმად, რომელიც ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოკითხვის საფუძველზე ჩატარდა, 2022 წლის მაისის თვიდან, 2022 წლის II კვარტლის პერიოდს მოიცავს. 
 
ამასთან, ამავე კვლევაში  ხაზგასასმელია, რომ წინა კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გამყარებას მოელიან მომდევნო 6 თვეში. 
 
2021 წლის IV კვარტლიდან ყოველკვარტალურად მცირდება კომპანიებში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი.
 
აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, მეორე ადგილზეა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, რომელთაგან ყველაზე მწვავედ მარეგულირებელი გარემო და ადმინისტრაციული საკითხები სახელდება. საგულისხმოა, რომ სასამართლო სისტემა და Covid-19-ით გამოწვეული შეზღუდვები, როგორც ბიზნესსაქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები, მიმდინარე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 18 და 38 პროცენტული პუნქტებით შემცირდა.
 
მიმდინარე კვლევაში, ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორები განხილულია ასევე სექტორულ ჭრილში, რაც ბიზნესში არსებული გამოწვევების უკეთ აღქმის შესაძლებლობას იძლევა.
 
კვლევის თანახმად, სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მწვავე პრობლემას მშენებლობის სექტორისთვის წარმოადგენს, კერძოდ, 90%-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც მეორე კვარტალში აღნიშნული ფაქტორი დააფიქსირა ხელის შემშლელად.
 
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ისევე როგორც სპეციალისტების ნაკლებობა თანაბრად მნიშვნელოვანი პრობლემაა ყველა სექტორისთვის, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობა წინა კვარტალთან შედარებით, გამწვავდა ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში. მოთხოვნის სიმცირე როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი ყველაზხშირად მომსახურების სექტორში დასახელდა.
 
 
208