BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ინნ ჯგუფს” ოქროს ბრენდის წოდება უკვე მეორედ მიენიჭა

2022 წლის 25 ივნისს სასტუმრო "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ Global Idias-სა და The Financial-ის ორგანიზებით, ოსკარად წოდებული ბიზნეს დაჯილდოების რიგით მე-17 ცერემონია გაიმართა.  
 
"ინნ ჯგუფი” ნომინაციაში "წლის ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტები" სასტუმროები „ბაკურიანი ინნ“ და „გუდაური ინნ“ დასახელდნენ. "ინნ ჯგუფს” ოქროს ბრენდის წოდება უკვე მეორედ მიენიჭა. 
 
 
ოქროს ბრენდი გახლავთ მთავარი ჯილდო ბიზნესპროექტებისთვის საქართველოში, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები. ოქროს ბრენდის ჯილდო ზრდის მომხმარებლის ნდობას. ოქროს ბრენდის შესახებ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2005 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული.
315