BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა გვახსენებდეს კიევის მეტროს ძველ ტურნიკეტებს – ზელენსკი

რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მისივე თქმით, არ უნდა იყოს დიალოგები, ვიდრე რუსეთი თავად არ დაიწყებს ამ დიალოგის ძიებას.
 
„რუსეთი იზოლირებულ უნდა იქნას. არ უნდა იყოს იმ საერთაშორისო სტრუქტურებში, რომლის განადგურება თავად სურს. არ უნდა იყოს დიალოგები, რომელსაც აზრი არ აქვს, ვიდრე თვითონ არ დაიწყებს ამ დიალოგის ძიებას. მან თავად უნდა ეძებოს დიალოგი, შესაბამისად, მშვიდობა და რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მნიშვნელობა უნდა გადაიხედოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
 
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ამიტომ საჭიროა მისთვის ადგილის პოვნა უსაფრთხოების საერთო სივრცეში.
 
„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა გვახსენებდეს კიევის მეტროს ძველ ტურნიკეტებს: ისინი ღიაა და როცა მიუახლოვდები, ტურნიკეტები იკეტება იქამდე, ვიდრე არ გადაიხდით. ნუთუ არ გადაიხადა უკრაინამ საკმარისად? ჩვენი წვლილი ევროპისა და მთელი ცივილიზაციის დაცვაში ჯერ კიდევ არასაკმარისია? კიდევ რა არის მაშინ საჭირო?“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
268