BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რისკის ფასად, ვერტმფრენის იქ შესვლა არ შეიძლება – მესტიის მერის მოადგილე თეთნულდზე ჩარჩენილ ტურისტებზე

მაშველები მწვერვალზე ჩარჩენილი ტურისტების დახმარებას ცდილობენ. სამაშველო სამსახურის ჯგუფი თეთნულდზე ფეხით მიემართება, თუმცა უამინდობის გამო გადაადგილება უჭირთ. 
 
ცნობილია, რომ 6 ტურისტიდან 2 დაშავებულია. წინასწარი ინფორმაციით, მათ ღია მოტეხილობები აქვთ. ტურისტების დასახმარებლად მობილიზებულია ვერტმფრენიც, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობის მიზეზით, სამაშველო ოპერაციაში ჩართვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 
 
"...შემოვიდა შეტყობინება, 6-კაციანი ჯგუფია. სავარაუდო დაზიანება არის 2 ადამიანის, სავარაუდო მოტეხილობაა. დაბანაკებულები არიან ერთ ადგილზე. სამაშველო ნებისმიერ დროს მზად არის, უბრალოდ ამინდი შესაბამისი არ არის და რისკის ფასად ვერტმფრენის იქ შესვლა, მოგეხსენებათ, არ შეიძლება, - ამბობს მესტიის მერის მოადგილე ნელი ნავერიანი. 
 
 
274