BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მაშველებმა თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტი უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს, სამაშველო ღონისძიება გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.
 
შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა.
 
რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით. გართულებული მეტეო პირობების გამო კი, ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა. მაშველებმა დაშავებული ორი მთასვლელის უსაფრთხო ევაკუაცია უკვე განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
 
დაშავებულ მთასვლელთა ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდებიან დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი გადავარდნილია ნაპრალში, სამაშველო ღონისძიება გრძელდება.
242