BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რუსეთმა სამიზნეების რაოდენობა გაზარდა – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რამდენიმე ათასი შორეული რაკეტა გაუშვა. თუმცა, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, რუსეთმა გაზარდა სამიზნეების რაოდენობა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში, იმ ფონზეც კი, როდესაც ის, სავარაუდოდ, ვერ ხედავს მყისიერ სამხედრო შედეგებს.

უწყების ცნობით, ამ კატეგორიის სამიზნეები მოიცავს თავდასხმებს ელექტროქსელსა და კაშხალზე მდინარე ინგულეტზე, კრივოი როგში.

ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის პირისპირ, რუსეთმა, სავარაუდოდ, გააფართოვა ტერიტორიები, რომლებზეც მზად არის დარტყმისთვის, რათა შეარყიოს უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მორალი და სიმტკიცე.

159