BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში, საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვას გეგმავს

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში, საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვას გეგმავს. ინფორმაცია ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაია მახარაშვილმა, "საქმიანი დილის" ეთერში გააჟღერა.
 
როგორც მახარაშვილმა “საქმიან დილაში” თქვა, კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანინ კომპონენტი იქნება.
 
“ჯანდაცვის სამინისტროში შედგა შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ ქვეყანაში საერთაშორისო აკრედიტაციისა და დადგენილი მინიმალური ხელფასის დანერგვა იგეგმება, უკვე ყველა კლინიკაში. ამ უკანასკნელის განხორციელება პირველი იანვრიდან იგეგმება. აკრედიტაციას რაც შეეხება, ეს მანამდეც იყო დააანონსებული. ვიცით, რომ კლინიკებისთვის აკრედიტაცია სავალდებულო არ იქნება, თუმცა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში“, - განაცხადა მახარაშვილმა.
 
მისი განმარტებით, კლინიკების აკრედიტაცია ე.წ სელექტიური კონტრაქტების ერთ-ერთი კრიტერიუმი ხდება.
 
„აკრედიტაციისთვის ვადად 2025 წელია განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად ორი წელია იმისთვის, რომ ასეთი ტიპის აკრედიტაცია მიიღოს კლინიკამ და ეს კარგი ვადაა“,-აცხადებს მახარაშვილი.
 
მისივე თქმით, აკრედიტაციის გავლა კლინიკებისთვის დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურს მოითხოვს.
264