BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დამონტაჟებული ბომბი აფეთქდება საათსა და 30 წუთში – მძევალი „საქართველოს ბანკიდან“

დამონტაჟებული რაცაა ბომბი და ხელში ლიმონკა უჭირავს, ის აფეთქდება საათსა და 30 წუთში - ამბობს "მთავართან" საუბარში ქუთაისში, საქართველოს ბანკის შენობაში მყოფი მძევალი, რომელსაც თავდამსხმელმა პირდაპირ ეთერში გასვლის უფლება მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ საკუთარი მოთხოვნები გააჟღეროს.
 
შეიარაღებული პირი ითხოვს 2 მილიონ აშშ დოლარს, ასევე "სპრინტერის" ტიპის ავტომანქანას, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას.
 
მძევლად 12 ადამიანია აყვანილი. მათ შორის 2 ბანკის თანამშრომელია. 
842