BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რუსულ ავიაკომპანიებს 18-დან 65 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებისთვის ბილეთების მიყიდვა აეკრძალათ

რუსულ ავიაკომპანიებს 18-დან 65 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებისთვის ბილეთების მიყიდვა აეკრძალათ. 
 
საერთაშორისო ფრენებზე ბილეთები რუსეთში სრულად გაიყიდა მას შემდეგ, რაც პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
 
რუსული ავიაკომპანიების რეისებზე ბილეთების შეძენას ვერ შეძლებენ 18-დაან 65 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცები, ვიდრე გამგზავრების შესახებ თავდაცვის სამინისტროს ნებართვას არ წარადგენენ.
 
ფრენები მოსკოვიდან საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის დედაქალაქების მიმართულებით, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზები არ სჭირდებათ, პუტინის განცხადებიდან რამდენიმე წუთში უკვე ხელმიუწვდომელი იყო. მოგზაურობის დასაგეგმად ერთ-ერთ უმსხვილეს ვებ-გვერდზე რუსეთში – aviasales.ru, მოსკოვის დროით შუადღისას, უკვე სრულად გაყიდული იყო ბილეთები აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით მიმავალ რეისებზე.
289