BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი Transfermarkt-ზე 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა

Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო შეფასება 15 მილიონი ევროდან 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
 
კვარაცხელიას შეფასების 133%-იანი ზრდა პირდაპირ კავშირშია იტალიურ „ნაპოლში“ მიღწეულ წარმატებასთან და გულშემატკივრებისა თუ სფეროს ექსპერტების მხრიდან უაღრესად მაღალი შეფასების დამსახურებასთან.
 
ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი კვარაცხელია ამ ტემპით განაგრძობს განვითარებას, მაშინ ეს €20-მილიონიანი ზრდა მხოლოდ მცირე, უმნიშვნელო ნაბიჯად აღიბეჭდება მის გაცილებით უფრო შთამბეჭდავ საბაზრო შეფასებაში.
 
 
ავტორი: სანდრო ჭითანავა
289