BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რუსეთი გადაიხდის საფასურს თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განიდევნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან – ფოტიგა

რუსეთი გადაიხდის საფასურს თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განიდევნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
 
მისივე თქმით, სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება.
 
„29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე, რასაც მოყვა ეთნიკური წმენდა და მასობრივი მკვლელობები, 250 ათასზე მეტი ადამიანი თავიანთი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულად იქცა. დღეს თავისუფლებისთვის უკრაინის გმირულმა ბრძოლამ რუსეთის იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი შექმნა.
 
უკრაინაში რუსეთის აგრესია არის რუსეთის მიმართ დაუსჯელობის და დათმობის პოლიტიკის შედეგი. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად იქნება გათავისუფლებული“, – წერს ანა ფოტიგა.
402