BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი ტერიტორიების დასაბრუნებლად - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი ტერიტორიების დასაბრუნებლად, მათ შორის იმ რეგიონებში, რომელთა ანექსიაც მალე შესაძლოა რუსეთმა სცადოს. 
 
"უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება დაიცვას თავი მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ იქნა მიტაცებული რუსეთის მიერ ამა თუ იმ გზით“, თქვა ბლინკენმა და პირობა დადო, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება.
 
ბლინკენმა დასძინა, რომ აშშ არასდროს აღიარებს იმ ოთხ რეგიონს, რომელთა ანექსიას რუსეთი სავარაუდოდ, ჩატარებული "რეფერენდუმების" შემდეგ შეეცდება.
262