BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რეფერენდმები დასრულდა, შედეგები აშკარაა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში – მედვედევი

რეფერენდმები დასრულდა. შედეგები აშკარაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!–ასე ეხმაურება რუსეთის  უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ფსევდორეფერენდუმებს.
 
ცნობისთვის რეფერენდუმები დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარდა. რუსული მედიის მტკიცებით, უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას "მისცა ხმა". უკრაინული მხარე კი ირწმუნება, რომ ხალხი ოკუპანტებმა დაშინებით, ზეწოლითა და მუქარით მიიყვანეს.
518