BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
 
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
 
როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
219